მატარებელმა თბილისში ქალი გაიტანა და მოკლა

მატარებელმა თბილისში ქალი გაიტანა და მოკლათბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მატარებელი დაახლოებით, 26 წლის ქალს დაეჯახა.
როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყებამ გამოძიება სსკ-ს 275 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.