მევენახეების შემოსავალი კახეთში ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეა

მევენახეების შემოსავალი კახეთში ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეაბოლო მონაცემებით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 232 მლნ ლარს მიაღწია. ამ დროისთვის კი უკვე 167 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. წელს კახეთში არასუბსიდირებული რთველი მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების ღირებულება კი საფერავის შემთხვევაში 2 ლარი, ადგილწარმოშობის -3, ხოლო რქაწითელის ჯიშის შემთხვევში 70-80 თეთრია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ყურძნის უდიდესი ნაწილი უკვე გადამუშავებულია და რთველი 2018 კახეთში ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. მათივე ინფორმაციით, მევენახეების შემოსავალი წელს ბოლო ათწლეულების მაქსიმუმზეა.
კახეთის პარალელურად რთველი უახლოეს დღეებში რაჭაშიც დაიწყება.

ბიემჯი