”მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი” – ტყიბულის ავარიის დეტალები

”მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი” - ტყიბულის ავარიის დეტალებიტყიბულში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 საავადმყოფოდან გაწერეს. კვლავ მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება.

გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ეომწლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 5 წლის ბავშვი, რომელიც ავტომობილის ქვეშ მოჰყვა.

“უცებ მანქანა ჯებირს შეასკდა, მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი მთლიანად სისხლში იყო გასვრილი, ძლივს გამოიყვანეს…” – აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული “ნიუპოსტთან” საუბარში.

ნიუპოსტი