„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა“ – ინტერნეტსივრცეში ონლაინ-პეტიცია ვრცელდება

„მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა“ - ინტერნეტსივრცეში ონლაინ-პეტიცია ვრცელდებაინტერნეტსივრცეში ვრცელდება online-პეტიცია, მოთხოვნით – „მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან“.

პეტიციას უკვე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მათი რიცხვი იზრდება. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ მათი მოტივაცია კრემლის რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც, მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

“შევიმუშავეთ პეტიცია, რომლის მთავარი პათოსი და ამოცანა არის, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის მხარდამჭერებს და აიძულოს ეს ადამიანი, მოხსნას თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ის, რასაც ის აკეთებს და აჟღერებს იმ ნარატივს, რომელიც შემუშავებულია კრემლში ის მესიჯები, რომლებიც დამახასიათებელია რუსული მედიისთვის, არის კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა და ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის სულში ჩაფურთხება,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი კალატოზიშვილმა.