მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარის ნაპირზე გამვლელმა შეამჩნია. 60 წლამდე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია. აღნიშნული შემთხვევის გამო დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე.
შსს-მ საქმეზე ძიება 115-ე მუხლით დაიწყო.