ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში გავიდარამდენიმე წუთის წინ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266.000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

ის მერვედფინალში ნადალისა და ხაჩანოვის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.