პარლამენტთან ზაზა სარალიძეს და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან ზაზა სარალიძეს და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდაპარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის ტერიტორიაზე გასაბერი ლეიბების შეტანას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. მისივე თქმით, პოლიციამ ეს იმით ახსნა, რომ ტერიტორიაზე ბევრი ტურისტი დადის.

ამის შემდეგ ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლეიბი არა პარლამენტის კიბეებთან, არამედ ქვეითთა სავალ ნაწილზე გაეშალა. სარალიძე აცხადებს, რომ ის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.