პატრიარქი: “დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის”

პატრიარქი: "დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის"“დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა.