პატრიარქი: “ვთხოვთ ხელისუფლებას გაწვეულ იქნას ეს კანონი, მარიხუანისა… ჯერჯერობით შეჩერებულია იმედია მომავალშიც არ იქნება მიღებული”

პატრიარქი: "ვთხოვთ ხელისუფლებას გაწვეულ იქნას ეს კანონი, მარიხუანისა...  ჯერჯერობით შეჩერებულია იმედია მომავალშიც არ იქნება მიღებული"საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი.

” ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისათვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისათვის, ჩვენი მომავლისათვის და ჩვენ ვთხოვეთ ჩენ ხელისუფლებას ჩვენ პარლამენტს, რომ გაწვეული იყო ეს კანონი, მარიხუანას კულტივაციის და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალში არ იქნები ეს მიღებული. იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება. შევთხოვთ უფალს, რომ შთააგონოს ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს საჭიროა, საჭიროა მისი გაწვევა ” – ბრძანა პატრიარქმა .

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ შეჩერებულია.