„პრემიერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა ეთქვა ის, რაც თქვა“ – სამადაშვილი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებს

„პრემიერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა ეთქვა ის, რაც თქვა“ - სამადაშვილი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაერო-ში – პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო.

„იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ იმავეს იმეორებს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე და იგივე აზრი აქვს, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი. ასე, რომ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რეალური პოზიცია დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის, რომლის უკანაც დგას ბიძინა ივანიშვილი, მთლიანად ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, თუმცა, გაეროს ტრიბუნიდან ამაზე საუბარი პრემიერ-მინისტრს ალბათ, გაუჭირდებოდა, მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იძახის, რომ ტყუილია, რუსული ნარატივი, რომ საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომში, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეთქვა ის, რაც თქვა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.