პურის ფასი 10 თეთრით მოიმატებს – გაუფასურებული ლარის მძიმე შედეგები

პურის ფასი 10 თეთრით მოიმატებს - გაუფასურებული ლარის მძიმე შედეგებილარის გაუფასურების გამო საწვავი დღეს კიდევ 2-3 თეთრით გაძვირდა. კერძო საცხობები არ გამორიცხავენ, რომ პურის ფასი ორშაბათიდან 5-10 თეთრით მოიმატებს.

აგვისტოს თვეში 2,45-დან 2.62-მდე დაეცა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილი თქმით, ფასების გაურკვეველი ზრდა შესაძლებელია მომავალშიც მოხდეს.

„აგვისტოს თვის შემდგომ არის 18 პუნქტით არის გაუფასურებული, რომელიც, პირდაპირ, სამწუხაროდ, ნეგატიურ გავლენას ახდენს საწვავის ფასზე და შესაბამისად, მოლოდინები ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. თუ ვითარება გარკვეულწილად არ შეიცვალა ამ მოცემულობებთან დაკავშირებით ფასების გარკვეული ზრდა შესაძლებელია მომავალშიც მოხდეს” – აღნიშნავს ვანო მთვრალაშვილი.