პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე – ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდაუეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

ჩაკვეტაძემ ულამაზესი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა და ჩვენი გუნდი 1:0 დააწინაურა.

ამასთან ერთად, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალსაც გვაწვდის, რომლებმაც სხვადასხვა ტურნირში, ჩაკვეტაძის მსგავსად, ასევე პირველი გოლი გაიტანეს.

  • ჩემპიონთა თასი

ჟოაუ ბაპტიშტა მარტინში – სპორტინგი-პარტიზანი 3:3, 4 სექტემბერი, 1955 წელი

  • ევროპის ჩემპიონატი

ანატოლი ილინი – სსრკ-უნგრეთი 3:1, 28 სექტემბერი, 1958 წელი

  • საერთაშორისო თასი

ფერენც პუშკაში – რეალი-პენიაროლი 5:1, 4 სექტემბერი, 1960 წელი

  • თასების თასი

ჰორსტ კოლე – ფორვერტსი-რუდა ხვეზდა 2:1, 1 აგვისტო, 1960 წელი

  • უეფას თასი

რალფ კოუტსი – კეფლავიკი-ტოტენჰემი 1:6, 14 სექტემბერი, 1971 წელი

  • უეფას სუპერთასი

ლუჩანო კიარუჯი – მილანი-აიაქსი 1:0, 9 იანვარი, 1974 წელი

  • ჩემპიონთა ლიგა (ჯგუფური ეტაპი)

დანიელ ამოკაჩი – ბრიუგე-ცსკა 1:0, 25 ნოემბერი, 1992 წელი

  • ინტერტოტოს თასი

ერჯიუმენტ შაჰინი – უიმბლდონი-ბურსასფორი 0:4, 24 ივნისი, 1995 წელი

  • ევროპის ლიგა

ალბერტო საპატერი – ჯენოა-სლავია 2:0, 17 სექტემბერი,  2009 წელი

გიორგი ჩაკვეტაძის სახელი ისტორიას დარჩება, როგორც ზემოთ მოხსენიებული ფეხბურთელების.

სპორტალი