”ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

”ქართული ოცნება” მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს”ჩვენი პარტია იცავს პირობას და ჩვენ არჩევნებში არ წავადგენთ ჩვენს კანდიდატს. ჩვენ გადავხედეთ საპრეზიდენტო კანდიდატებს და მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს და მოვუწოდებთ საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მას”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა

“საქართველოს არის საპარლამეტო რესპულიკა, სადაც ძალაუფლება თავს იყრის პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე პარტიის ინტერესებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დამკვიდრდეს ახალი მოდელი, რასაც ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა ხელს შუშლიდა.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს თანამდებობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა დავუთმოთ. ჩვენ გვაქვს საშუალება, არჩევანი გავაკეთოთ და პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.