ყაზახეთმა ანდორას ვერ მოუგო – საქართველო ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს

ყაზახეთმა ანდორას ვერ მოუგო - საქართველო ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობსერთა ლიგაზე D დივიზიონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამოდის, მეორე ტური დასრულდა. ანდორამ ყაზახეთს უმასპინძლა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 68-ე წუთზე ყაზახმა ფეხბურთელმა იური ლოგვინენკომ გახსნა, 86-ე წუთზე კი ანდორელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს.

მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები D დივიზიონის პირველ ჯგუფში ექვსი ქულით ლიდერობს.

6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს 2:0 მოუგო, 9 სექტემბერს კი ლატვია  ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შემდეგი ტური 13 ოქტომბერს გაიმართება: საქართველო ანდორას უმასპინძლებს, ხოლო ლატვია ყაზახეთს დაუპირისპირდება.