ქობულეთში 16 წლის გოგონა ძმის მიერ თოფიდან გასროლამ მოკლა

ქობულეთში 16 წლის გოგონა ძმის მიერ თოფიდან გასროლამ მოკლაქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 16 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, სანადირო თოფიდან ტყვია გოგონას არასრულწლოვანმა ძმამ გაისროლა და მას შემთხვევით მოხვდა.

მეორე ვერსიით, კი მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი თაროდან ჩამოუვარდა და ტყვია გავარდა.

16 წლის გოგონას ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

რუსთავი 2