რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული – გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

რატომ ჩამოვიდა ანდრეი მალახოვი საქართველოში და ვინ გადაუხადა მას ფული - გიორგი სიგუა ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებსრუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას “შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად” ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული.

რუსთავი2-ის ინფორმციით, ანდრეი მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა.

უწყება ადასტურებს, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. კურიერის ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი სიგუა, ჩოგოვაძის უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ის ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.

„მაშინ როდესაც რუსეთი ჩვენს საზღვრებს წევს, იტაცებს ჩვენს მიწებს, ჩვენს მოქალაქეებს, მავთულხლართებს გადმოწევას, საოკუპაციო პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროს ქართული ბიუჯეტის თანხები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გადის საეჭვო არხებით და გზებით რუსეთში. იხარჯება, ვითომდა, სარეკლამო კამპანიების შესასყიდლად მილიონი და ათეულობით მილიონი ლარი, სინამდვილეში ეს ფული მიდის იმ კომპანიებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში გიორგი ჩოგოვაძეს უნაწილებენ ამ თანხას ე.წ. ატკატების სახით.

ამის შესახებ კარგად იციან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში. ერთი თვის განმავლობაში დაატარებენ ამ ბატონს დაკითხვებზე და თაროზე უდევთ მისი ნავაჟკაცარი საქმეები. მაშინ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მფარველობდნენ მას და არ დაიჭირეს. ახლა რა უშლით ხელს?“- განაცხადა ჯემ ფესტის დამფუძნებელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, გიორგი სიგუამ.

რუსთავი 2