რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა – რაზე საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი

რეკეტი ივანიშვილის სახელით და ბიზნესის გადანაწილების სქემა - რაზე საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილიახალი სკანდალური ჩანაწერები და “კურიერის” ექსკლუზივი – „იბერიას“ და „ომეგა“ ჯგუფის საქმეში ივანიშვილის გვარი გამოჩნდა.

“კურიერს” ხელში ჩაუვარდა მორიგი სკანდალური ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება, გააკონტროლოს სიგარეტის ბიზნესი და გადაინაწილოს “ომეგა ჯგუფის” წილები, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” მთავარი დამფინანსებელია.

ახალ აუდიო ჩანაწერში ნათლად ისმის სახელი “ბიძინა”, ასევე “უფროსი”. სანდრო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ საუბრის მთავარი ფიგურანტები სწორედ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობენ.

სანდრო წყაროს ინფორმაციით, აუდიოჩანაწერის მონაწილეები „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ასევე თბილისის თამბაქოს აქციონერები ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი არიან.

აუდიოჩანაწერში ფიგურანტი პირები საუბრობენ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელსაც პირობითად „ომეგა“ ერქმევა და სწორედ ეს სადისტრიბუციო კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ასევე თბილისის თამბაქოს მიერ წარმოებული სიგარეტის რეალიზაცია მოხდეს. შემოსული თანხა, როგორც ეს სქემიდან ირკვევა, რომელიც „კურიერს“ ფოტომასალის სახით მიაწოდეს, უნდა გადანაწილდეს სამი მიმართულებით.

შემოსული თანხის 50% უნდა წავიდეს ფონდში. საუბრის მონაწილეები პირობითად პარტიას ახსენებ და სავარაუდოდ, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩანაწერის მიხედვით, 25% უნდა წავიდეს „ომეგა ჯგუფზე“, ხოლო დარჩენილი 25% დარჩება თბილისის თამბაქოს.

ჩანაწერის ფიგურანტები საუბარში ახსენებენ ყოფილ ვიცე-პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელსაც ურთიერთობების დალაგების მთავარ „ვერტიკალად“ მოიხსენიებენ.

რუსთავი 2