ლენინგრადის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ბადრი შენგელია ჩაცხრილეს.
მის კუთვნილ მერსედესის მარკის ავტომობილს მინიმუმ 6 ტყვია აქვს მოხვედრი8ლი.
ავტომობილი თვითმხილველებმა შეამჩნიეს, მათი თქმით, გარდაცვლილს ტყვია თავში აქვს ნასროლი.
ბადრი შენგელია ცნობილია იმით, რომ მისი ჩვენების საფუძველზე დაააკავეს სანკტ-პეტერბურგის „ღამის გუბერნატორი“, „ტამბოვის“ დაჯგუფების ლიდერი ვლადიმერ ბერსუკოვ-ტუმარინი.
შენგელია მოწმედ გამოდიოდა სასამართლოში საგამოძიებო კომტეტის პოლკოვნილ მიხაილ მაქსიმენკოს საქმეზე, რომელსაც მრავალწლიან ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა ბრალი.
ნიუპოსტი