რუსთაველი – დაპირისპირება აქციაზე

რუსთაველი - დაპირისპირება აქციაზერუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში დაპირისპირებაა.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აპირებენ, კარავი გაშალონ, რასაც ხელს უშლიან პოლიციელები.

დაძაბულობა ჯერჯერობით არ განმუხტულა.

ესენი არიან მკვლელები! – თქვა ზაზა სარალიძემ პოლიციელებზე.

ხელისუფლება შეტევაზე წამოვიდა – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.