რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა – ვიდეო

რუსთავთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა - ვიდეოავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაჩიანი-რუსთავის სარკინიგზო მონაკვეთზე.

ერთმანეთს “ფორდი”-ს მარკის მიკროავტობუსი და სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. მიკროავტობუსში რუსთაველები იმყოფებოდნენ, მათ ავტომობილიდან დროულად მოახერხეს გადმოსვლა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც რელსებზე თვითნებურად არის გაკეთებული გადასასვლელი, სწორედ ამ გადასასვლელით სარგებლობის დროს მიკროავტობუსი ჩავარდა ლიანდაგებში და გაიჭედა.

ინფორუსთავი