სამუელ უმტიტიმ მუხლის ტრავმა მიიღო

სამუელ უმტიტიმ მუხლის ტრავმა მიიღოპარასკევს ბარსელონას ვარჯიშზე სამუელ უმტიტიმ მუხლის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან 2 თვე, ან ყუფრო მეტიც კი გამოტოვოს. ბარსელონაში ადასტურებენ რომ ტრავმა სერიოზულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს იუქმებს უმტიტი.
უმტიტის ტრავმა ბარსელონასთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან სამუელი ბარსელონას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. უმტიტის სავარაუდოდ მისი თანამემამულე კლემან ლენგლე შეცვლის, რომელიც ბარსელონამ ზაფხულში სევილიადან იყიდა.