საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე ჩემოდნით უზბეკი ქალი გადაჰყავდა

საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე ჩემოდნით უზბეკი ქალი გადაჰყავდა1 სექტემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 24 წლის მოქალაქე ცდილობდა, საზღვარზე ჩემოდანში დამალული უზბეკეთის მოქალაქე ქალი გადაეყვანა, რომელიც თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.