სერხიო აგუერომ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სერხიო აგუერომ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივამანჩესტერ სიტის არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. აგუერო სიტიში 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. აგუეროს თქმით მისთვის დიდი პატივია მანჩესტერ სიტიში თამაში:
”ამ გუნდში უკვე 7 წელი გავატარე და უამრავი სიხარული მახსოვს ამ წლების მანძილზე. რა თქმა უნდა იყო რთული მომენტებიც, მაგრამ აქ ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება”–განაცხადა სერხიო აგუერომ.