სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში – მერვეკლასელი ბიჭი დანით დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ოზურგეთში - მერვეკლასელი ბიჭი დანით დაჭრესრამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ბაღში, 15 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ სისხლიან შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.