”სისულელეებს ჩმახავს ირაკლი კობახიძე, რა ჰგონია, ორი კაცი დაცვა რომ დასდევს, ამიტომ არ გაილახება? უსინდისო!” – რამ გააბრაზა გია ხუხაშვილი

”სისულელეებს ჩმახავს ირაკლი კობახიძე, რა ჰგონია, ორი კაცი დაცვა რომ დასდევს, ამიტომ არ გაილახება? უსინდისო!” - რამ გააბრაზა გია ხუხაშვილიპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს უტიფრობას უწოდებს.

საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ “რეაქციაში” გაკეთებულ განცხადებაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი 2012 წლამდე არავის ახსოვს.

“თვითონ ბუჩქებიდან უყურებდა და იმ ბუჩქებიდან არ ჩანდა სად იყო და რას აკეთებდა მარგველაშვილი…რას ლაპარაკობს ეს პატარა ბიჭი ვერ გავიგე, კომკავშირული უტიფრობით რაღაც სისულელეებს ჩმახავს. დაგუგლოს და ნახოს რას აკეთებდა მარგველაშვილი. თვითონ სად იყო, სად იყო მისი საძმაკაცო – ზარდიაშვილი, მდინარაძე… სად იყვნენ, ყველა სიბინძურეს რომ უსრულებდნენ მიშა სააკაშვილს და ამ სიბინძურის პატრონი ადამიანი ამ სიბინძურის უფლებას აძლევს…თავს მიხედოს, წავიდეს იმკურნალოს…თვითონ, ბუჩქებში ჯდომის მეტი, რომ არაფერი უკეთებია…მართლა პარლამენტის თავმჯდომარე ხო არ ჰგონია თავის თავი თუ რა ჰგონია, ორი კაცი დაცვა რომ დასდევს, ამიტომ არ გაილახება? უსინდისო” განაცხადა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში.”

ნიუპოსტი