სუსმა სამი ჰაკერი დააკავა, რომლებიც მართვის მოწმობაზე გამსვლელ პირებს ეხმარებოდნენ

სუსმა სამი ჰაკერი დააკავა, რომლებიც მართვის მოწმობაზე გამსვლელ პირებს ეხმარებოდნენსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, ისინი ამ გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ.

კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ.ამ გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. ამ დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ. გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1.976 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია  აწარმოებს.