თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს გოგონა შეეძინათ

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტს გოგონა შეეძინათცნობილი ქართველი მილიონერის თორნიკე, იგივე თოშა ქებურიას და 19 წლის მოდელის, ქეთა ჟღენტის ნიშნობა, გასული წლის აგვისტოში შედგა. ბიზნესმენმა ქეთას ხელი, საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე თხოვა. ქორწილის ცერემონია კი, ქებურიას სასტუმროში, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა. რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ წყვილი, პატარას ელოდებოდა.

27 სექტემბერს თოშა ქებურია და ქეთა ჟღენტი ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 20 წლის მოდელმა,  ქეთა ჟღენტმა, ქ. თბილისში მდებარე “ჩაჩავას სახელობის კლინიკაში” იმშობიარა და ქალიშვილი გააჩინა. გოგონას სახელად, კატერინა დაარქვეს.

ქეთას დედა, ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია, რომელიც 5 შვილის და ამჟამად უკვე შვილიშვილის, კატერინას ბებიაა, სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს:

“სიყვარულის პიკი” – წერს ლიკა შენგელია.

პრაიმ ტაიმი