თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდათურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკები უკვე დატოვა.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს ხოფასა და არხავის საავადმყოფოებში, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სასწრაფოს დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის, განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით,  2 მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონულ სახელმწიფო საავადმყოფოში.

საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს საკონსულო მიმიდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული.

ბათუმელები