თურქეთში ზღვაში დაკარგული ქართველის ცხედარი იპოვეს

თურქეთში ზღვაში დაკარგული ქართველის ცხედარი იპოვესთურქეთის დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის არჩილ ყურშუბაძის ცხედარი თურქმა მყვინთავებმა დღეს იპოვეს. ამის შესახებ “იმედინიუსი” წერს.

მანამდე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს, დილის 07:00 საათიდან განახლდა. სამძებრო ჯგუფში ჩართული იყო 12 მყვინთავი და 2 კატარღა.

ადგილზე იმყოფებიან არჩილ ყურშუბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები, აგრეთვე გენერალური საკონსულოს ჯგუფი და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ.