ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ტოჩინოშინი ისევ დამარცხდატოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სექტემბრის მიმდინარე სუპერტურნირზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. აკი ბაშოს მე-9 დღეს ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი იოკოზუნა კისენოსატოსთან დამარცხდა.
ტოჩინოშინი სახელოვან მეტოქეს კარგად დაუდგა, დიდხანს ეჭიდავა, თუმცა მაინც დამარცხდა და ურთიერთშეხვედრებში მას და კისენოსატოს შორის ანგარიში 9:17 გახდა. ლევან გორგაძეს მიმდინარე აკი ბაშოს ბალანსი 5:4 გაუხდა, არადა წოდების შესანარჩუნებლად მას დარჩენილი 6 შეხვედრიდან მინიმუმ 3 გამარჯვება კიდევ სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტი ურთიერთშეხვედრებში 9:7 უგებს.