ტყიბულში მიკროავტობუსი ამობრუნდა – 1 ქალი დაიღუპა, 9 მგზავრი დაშავდა

ტყიბულში მიკროავტობუსი ამობრუნდა - 1 ქალი დაიღუპა, 9 მგზავრი დაშავდატყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა – მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა.

ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, 9 დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლივანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.