2 დღის წინ ვანში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ვანი-ბაღდათის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე, სოფელ დიხაშხოს გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის ჩვილი “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მეუღლესთან და ასევე მცირეწლოვან გოგონასთან ერთად იმყოფებოდნენ.
საბედისწერო შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახი ლაბაჯოურიდან ქუთაისში ბრუნდებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიუპოსტი