წერეთელზე საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ – თავდამსხმელი კ.ტ. დააკავეს

წერეთელზე საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ - თავდამსხმელი კ.ტ. დააკავესთბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკიდან“ ფულის მოპარვას ცდილობდა. ბრალდებულმა გვიან ღამით, ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.