ვეფხია ბაქრაძის მიერ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის სასამართლო იწყება

ვეფხია ბაქრაძის მიერ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის სასამართლო იწყებაბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.