ზაზა სარალიძემ აქციაზე პოლიტიკოსებს დაუძახა – რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბა

ზაზა სარალიძემ აქციაზე პოლიტიკოსებს დაუძახა - რუსთაველზე ვითარება ძალიან დაიძაბამორიგი დაპირისპირება შვილმოკლული მამების აქციაზე – რუსთველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ახალგაზრდებმა ზაზა სარალიძეს კარავი მიუტანეს, რასაც პოლიციასა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

შვილმოკლული მამების აქციაზე სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს 21:00 საათზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

„მთელი 9 თვის განმავლობაში, სულ ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე, პოლიტიკურად მართულია მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვნარჩუნდებით მაქსიმალურად ყველანაირად, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად. ეს პირდაპირ პოლიტიკურად გდევნიან.

პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილს, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ, რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ვთხოვ როგორც შვილმოკლული მამა, ვთხოვ დაგვიდგნენ ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთავი 2