ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინა ჩამოვარდა – ვიდეო

თვითმხილველთა ინფორმაციით, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა და მისი ნამსხვრევები ქუჩაში ყრია. ამჯერად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2018 წლის 28 თებერვალს, ამავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობიდან შუშის ჩამოვარდნას 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის გახმაურების შემდეგ ადგილზე მივიდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელსაც გამვლელებმა უთხრეს, რომ ქუჩაზე ჩამოყრილი ნამსხვრევები არა ფანჯრის ჩამოვარდნისას, არამედ დაზიანებული შუშის გამოცვლის შედეგად გაჩნდა.

რადიო თავისუფლება

კიდე ჩამოვარდა მინა კოლმეურნეობაზე😔😔😔ნამსხვრევებითაა სავსე ყველაფერი

Gepostet von Nikoloz Humanoidi am Montag, 8. Oktober 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018