„დღეს პადვლებში კეტავენ ხალხს… თქვენ დროს ხდება, თუ ხდება“ – ხმაური რუსთავში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ – ვიდეო

რუსთავში, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა.
ზურაბიშვილს ახალგაზრდები აქციით დახვდნენ და ზურაბიშვილი მის მიერ აგვისტოს ომის შესახებ, ასევე აფხაზეთის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მას ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე შეხვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

„თქვენმა დასაქმებულებმა გადამიარეს, ყელში წამიჭირეს… აუცილებლად შევიტან სარჩელს“, – მიმართა ერთ-ერთმა დაშავებულმა არჩილ თალაკვაძეს.

უმრავლესობის ლიდერს ახალგაზრდებმა ჰკითხეს მოყვებოდა თუ არა დღეს მომხდარ ფაქტს რეაგირება.

„ჩემგან გაინტერესებთ? მაგისთვის არსებობს პოლიცია და გამოძიება. თქვენ დროს როგორც იყო, ისე აღარ არის. დრო აგერიათ…“, – მიმართა დეპუტატმა ახალგაზრდას.

თავის მხრივ მამაკაცმა თალაკვაძეს მიუთითა, რომ „დღეს პადვლებში კეტავენ ხალხს“.

„გვაინტერესებს, პასუხს აგებენ თუ არა დამნაშავეები? „პადვლებში“ კეტავთ ხალხს, თქვენ დროს ხდება თუ ხდება“, – უთხრა დეპუტატს ახალგაზრდამ.

ნიუპოსტი, ინფორუსთავი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018