ეს მასალა ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა უნდა წაიკითხოს

ისინი არ ყიდულობენ საათებს ასობით ათას ევროდ, არ აწყობენ მაღალბიუჯეტიან წვეულებებს და ბანკეტებს, არ ყიდულობენ სასახლეების. ამ ხელმძღვანელებს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ესმით, რომ ისინი არიან ხალხის მიერ დაქირავებული მენეჯერები.

წარმოგიდგენთ 10 პოლიტიკოსს, რომელიც გამოირჩევა მოკრძალებული ცხოვრების წესით.

1.ტარია ჰალონენი, ფინეთი

ფინეთის ექს-პრეზიდენტი ტარია ჰალონენი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, თუმცა მისი ტრიუმფი იყო დღე, როდესაც ინტერენტში  დაიდო მისი სურათი ნიუ-იორკი-ჰელსინკის თვითმფრივნავის ეკონომ-კლასში – აშშ-ში ოფიცილური ვიზიტის შემდეგ იმდროინდელი პრეზდიენტი ბრუნდებოდა სამშობლოში ეკონომ-კლასით, წყნარად და შეუმჩნევლად.

„გაფრენამდე 5 წუთით ადრე ბორტზე ამოვიდა 7 ადამიანი, მათ შორის იყო ფინეთის პრეზიდენტი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ის დაჯდა იქვე, ეკონომ-კლასში. შემოსულები ყველას მიესალმენ, იქცეოდნენ ძალიან მოკრძალებულად, სადილობდნენ ჩვეულებრივად, ყველასთან ერთად, დადიოდნენ საერთო ტუალეტში, და საერთოდ არ იქცევდნენ არავითარ ყურადღებას. გენახათ ერთი რა ბედნიერები და ამაყები იყნვენ ამ დროს ფინელები. იმ მომენტში მეც შემშურდა მათი“ – წერდა Facebook-მომხმარებელი ერთ-ერთი პოსტსაბჭითა ქვეყნიდან.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა  – პრეზიდენტს ხშირად ხედავდნენ სასურსათო მაღაზიაში, ერთხელ კი ის ნახეს ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც ის რაღაცას ეძებდა ჩამოფასებული საქონლის კალათაში.

2. დევიდ კემერონი, ბრიტანეთი

2010-2016 წლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევის კემერონმა გაახარა ლოუკოსტერ Easyjet – ის მგზავრები. 16 წლის ინგლისელმა გოგონამ გადაუღო მას სურათი მაშინ, როდესაც ის მიფრინავდა პორტულაგიაში, ოჯახთან.

მან დაწერა Instagram-ში: „ჩემგან 3 ადგილის მოშორებით იჯდა პრემიერ-მინისტრი რომელიც მიირთმევდა ჩიფსებს“.

დევიდ კემერონმა არაერთხელ გააკვირვა საზოგადოება ცხოვრებისადმი უბრალო მიდგომით – მაგალითად, ის ცოლთან ერთად მიემგზავრებოდა შვებულებაში ესპანეთში ეკონომ-კლასით და პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც კი ხშირად დადიოდა სამსახრუში ველოსიპედით.

3. ხოსე მუხიკა, ურუგვაი

ურუგვაის წინა პრეზიდენტი ცნობილი იყო მსოფლიოში თავისი ასკეტიზმით. როდესაც მან დაიკავა ეს პოსტი,  უარი თქვა სახელმწიფო სასახლეზე და დარჩა საცხოვრებლად თავის ფერმერულ სახლში.  შემოსავლების დიდ ნაწილს ახმარდა ქველმოქმედებას და სოციალურ პროექტებს, დაფრინავდა ეკონომ-კლასით, გადაადგილდებოდა ძველი  Volkswagen Beetle-თ.

მისი თქმით, ადამიანებს ,რომლებიც თვლიან მას ღარიბად, არასწორად ესმით სიმდიდრის მცნება.

„მე არა ვარ ღარიბი, ღარიბია ის, ვისაც ზედმეტად ბერვი უნდა ცხოვრებისგან. ჩენი ცხოვრების წესი – ჩემი ჭრილობების შედეგია, მე ვარ ჩემი  ისტორიის შვილი. ზოგჯერ მე ვიყავი ბედნიერი  მხოლოდ იმით, რომ მქონდა მატრასი“ – ამბობს მუხიკა.

ის იყო პრეზიდენტი 5 წლის მანძილზე და ამ მოკლე პერიოდში მუხიკამ მოახრეხა აგრარული ქვეყნის გადაქცევა ენერგიის მსხვილ ექსპორტიორად, ეკონომიკის სწრაფი ზრდის მიღწება, სახელმწიფო ვალის და სიღარიბის დონის შემცირება.

ამავე დროს ის არის ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული პრეზიდენტი – მან მოახდინა მარიხუანას ლეგალიზება, დააკანონა გეი-ქორწინებები  და იღებდა თავის ქვეყანაში გუანტანამოს ციხის ყოფილ პატიმრებს.

4. ბორის ჯონსონი

2016 წლებში ლონდონის მერი ძირითდად გადაადგილდება ქალაქში ველოსიპედით.

„დღს ისევ შემხვდა ბორის ჯონსონი, ვიდექი ჩემთვის შუქნიშანთან და უცბათ გვედრით გაჩერდა სასაცილო კაცი სალათისფერის მუზარადით. ეს იყო ბორის ჯონსონი, მიდიოდა სამსახურში. ბერვი მიიჩნევს რომ მისი სიარული ველოსიპედით არის პიარი, მაგრამ ასე არაა, ის ყოველთვის დადიოდა ველოსიპედით. იმ დროსაც კი, როდესაც ის იყო ცნობილი ჟურნალისტი და არ ჭირდებოდა არანაირი პიარი. ლონდონის მერის პოსტზე არ შეიცვალა ძველია ჩვევა“ – დაწერა ბლოგში ერთ-ერთმა ლონდონელმა.

ბორის ჯონსონს აქვს აწეწილი თმები, მას აქვს ძლიერი ბანი, ის დადის ჰალსტუკის გარეშე, აცვია სპორტული ქურთუკი და გამოირჩევა პროვოკაციული რეპლიკებით.

5. მაიკლ ბლუმბერგი, აშშ

ეს არის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომლის ქონებაც შეადგენს 20 მლრდ. დოლარს, თუმცა ამავე დროს ის დაამახსოვრდა თანაქალაქელებს იშვიათი მოკრძალებით – ის ხშირად დადის სამსახურში მეტროთ.

მისი ხელფასია 1 დოლარი და ამავე დროს ის არის ნიუ-იორკის პირველი მერი, რომლის საკონტაქტო ტელეფონის ნახვა შეიძლება ცნობარში.

6. პერტ ნეჩას, ჩეხეთი

პრემიერად დანიშნვის შემდეგ პეტრ ნეჩასის პირველი გადაწყვეტილება იყო სამსახურეობრივ მანქანაზე და დაცვაზე უარის თქმა. სამსახურში ის ხშირად დადიოდა ფეხით.

„მე ყოველთვის ვცხოვრობდი დაცვის გარეშე და არ ვაპირებს ამის შეცვლას“, – განაცხადა მან.

7. ბრონისლავ კომოროვსი, პოლონეთი

მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილია – მოკრძალებული ძველი აგარაკი პატარა ქალაქ ბუდა რუსკაში. ის ასევე ფლობს ბინას ვარშავაში, რომელიც  მიიღო მემკვიდრეობით მშობლებისგან.

პრეზიდენტობის პერიოდში ის ქირაობდა პატარა ბინას ქალაქის ცენტრში, ხოლო თავისი ბინა დაუთმო შვილებს.

8. ენდა კენი, ირლანდია

2011-2017 წლებში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ხშირად დაფრინავდა ლოუკოსტებით. მისი თქმით, ეს ლოგიკურია იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა იღებს დახმარებას ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

ამის გარდა პრემიერ-მინისტრი ძირითადად დადიოდა სამსასხურში ფეხით, და აქტიურად ესაუბრებოდა გამვლელებს.

9. ანგელა მერკელი, გერმანია

მსოლფიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ცხოვრობს ჩვეულებრივ ბინაში, ჩვეულებრივ სახლში. მისი მისამართი იცის ყველა გერმანელმა – 10117 Berlin, Am Kupfergraben, 6

კანცლერი ხშირად ისვენებს მთებში, განსაკუთრებით ტიროლში და იდხის საფასურს საკუთარი ჯიბიდან. ასევე ის არ იყენებს სახელმწიფო ფინანსებს სამოსის შესაძენად.

მას ემსახურება ჩვეულებრივი მერსედესი მძღოლით, არ აქვს არც იახტა და არც სასახლე.

10. რაიმონდ ვეიონისი, ლატვია

ლატვიის მოქმედი პრეზიდენტი ცხოვრობს ჩვეულებრივ ბინაში, ჩვეულებრივ მრავალსართულიან საბჭოთა კორპუსში ქალაქ ოგრეში, რიგის მახლობლად.

ის არის ძალიან კარგი მეზობელი, არ ხმაურობს, და ეხმარება იქაურებს.

„დიახ, ჩემი მეზობელი ახლა უკვე პრეზიდენტია, თუმცა რაც მთავარია, კარგი კაცია. ერთხელ გამიფუჭდა ონკანი, არ ვიცოდი რა მექნა. დავინახე რაიმონდი ეზოში, მანქანასთან. აუხსენი რაც მომივიდა – ხო და შემოვიდა, და გაარემონტა ჩემი ონკანი. ის ძალიან ადამიანურია“ – ყვება ლატვიის პრეზიდენტის ერთ-ერთი მეზობელი.

ვეიონისი  ყოველთვის  ასუფთავებს ეზოს შაბათობების დროს, ამის გარდა მან დარგო ეზოში  რამდენიმე ხე .

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018