ვანო ჩხარტიშვილი – “ლონდონში შევხვდი ნარიშკინს და ვუთხარი, იქნებ მიშა ჩამოგვაგდებინოთ-მეთქი”

ჩაშლილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმის განხილვა – “კურიერმა”  ახალი სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.

ჩანაწერებით დასტურდება, რომ ექსპრემიერის გარემოცვაში განსაკუთრებული გავლენების მქონე ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მართავდა.

ახალ ჩანაწერში კვლავ ომეგა ჯგუფის სკანდალური საქმის ნაცნობი მონაწილეები საუბრობენ – ზაზა ოქუაშვილი, გიორგი ჩუბინიძე და ვანო ჩხარტიშვილი. ეს აუდიო ჩანაწერი, უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების ბიზნესზე ზეწოლას და პოლიტიკური ხარკის მოთხოვნას ადასტურებს. ჩანაწერიდან აშკარა ხდება, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის ახლო გარემოცვა წლებია მჭიდრო კავშირშია კრემლის ლიდერებთან და ამ კავშირებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვისაც იყენებდა.

„ვანო ჩხარტიშვილი – მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს მე მითხრა რა და მე უთხარი რა უნდა ვუთხრა მეთქი რაა, რამე თუ ისეთი არის რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად მეთქი და გაუკვირდა კაცს ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი, თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.

ჩანაწერში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსზე, თუმცა დაბალი სმენადობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა როლი ჰქონდა დაცვის უფროსს ამ მოლაპარაკების დროს.

ფარულ ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ  რუსეთთან ხელისუფლების პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო და მხოლოდ ოპოზიციის საშუალებით კრემლში გადაცემული გზავნილები არაეფექტურია. მისივე განცხადებით, რუსებთან უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ.

ამავე ჩანაწერის ბოლოს არის ერთ მნიშვნელოვანი დეტალი, სადაც ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და მიანიშნეს, რომ ივანიშვილის გუნდის მოსკოვის გავლენის ქვეშ არის.

“ზაზა ოქუაშვილი – ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.

ვანო ჩხარტიშვილი – ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა წაკუზულები არიან აი, რაღაცა რავი, აზრზე არა ვარ

ზაზა ოქუაშვილი – კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ ნატო ნატო

ვანო ჩხარტიშვილი – ნატო, არა იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია

ზაზა ოქუაშვილი – კომფორტშია.”

ამ საუბარს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი არ ესწრებოდა. შესაბამისად ეჭვქვეშ დგება ვერსია, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მან გამოძიებას მისცა. საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი დღეს გაასაჯაროვა. პროკურატურისთვის მიცემულ ინფორმაციაში ლევან ყიფიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილმა დადგა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018