მთავრობა ვოლვოს წარმოების ირანიდან საქართველოში გადმოტანას შესთავაზებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კომპანია ვოლვოსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ირანში წარმოების დახურვას გეგმავს, საქართველო კი მის გადმოტანას ჩვენს ქვეყანაში შესთავაზებს.

„ირანში სანქციების გამო რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია ვეღარ ოპერირებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით, დროულად ჩავდივართ და პირდაპირ ვესაუბრებით ამ კომპანიებს. მაგალითად, ახლა ვოლვოსთან ვაპირებთ შეხვედრის ჩანიშვნას და შვედეთში ჩასვლას, რადგან კომპანია საერთოდ ხურავს სატვირთოების მწარმოებელ ფილიალს ირანში, სანქციების გამო. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათ საქართველო შევთავაზოთ.

მინიმუმ ორი დიდი მწარმოებელი საინვესტიციო კომპანია რომ შემოვიყვანოთ, ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი. ამისთვის გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, აღებული გვაქვს ინდიკატორები, რამდენი ადამიანი უნდა გადამზადდეს და რა სექტორებში, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები კონკრეტულ ადამიანებთან და კომპანიებთან, და წლის განმავლობაში ამ გეგმის ბოლომდე მიყვანას ვგეგმავთ“, – აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018