ნიკა გვარამია – ”როცა ხელისუფლება თავს ესხმის რუსთავი 2-ს, ახალისებს მისი ჟურნალისტების ცემას”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა – სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

„დღეს განმეორდა მძიმე გადაცდომა, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად ორი მუხლით 154-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალსიწინებს ძალდოაბს, ეს ქმედებები განხორციელდა ჩვენი ჟურნალისტების – ეკა გაგუას და ლევან კალანდიას წინააღმდეგ.

იგივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში და არანაირი გამოხმაურება ამას ხელისუფლებისგან არ ჰქონია, არც კი დაუკითხავთ ჟურნალისტები და ჩვენ ველოდებოდით მყისიერ გამოძიებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის რუსთავი 2-ს, ახალისებს ამ ქმედებებს, ჟურნალისტები არიან დაუცველები, ნებისმიერი ზიანი, რაც შეიძლება მათ მაიდგეთ, არის ხელისუფლების სინდისზე და არის პასუხისმგებლობა მათი, დღეს უნდა გმობდეს პარლამენტის თავმჯდომარე იმას, რაც ვიხილეთ.

საქართველოში არის არაჯანსაღი კლიმატი, ეს მიმდინარეობს ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ, მაშინ, როცა ჩვენ ვართ წინასაარჩევნო ვითარებაში, მოვითხოვთ ადეკვატურ ქმდებებს და დაუყოვნებლივ დასჯას იმ ადამიანების, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ვიდეოკადრებში, ყველაფერი გადაღებულია და არაფერი დარჩა გამოსაძიებელი, მოვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოებისგან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018