ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა – ვიდეო

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალური მატჩი ჩოგბურთში ნიკოლოზ ბასილაშვილსა და კაელ ედმუნდს შორის.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაი ბრეიკზე მოიგო.

მეორე სეტში ქართველი ჩოგბურთელი უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და თავის ჩაწოდებაზე ის 5:3-ს იგებდა, მაგრამ მოულოდნელად მან ჩაწოდება დათმო და მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 5:4 ბასილაშვილის სასარგებლოდ.

მომდევნო ჩაწოდება უკვე ედმუნდის იყო და მისი მოგების შემთხვევაში ანგარიში სეტში თანაბრდებოდა, მაგრამ ბასილაშვილმა გადამწყვეტ მომენტში დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, მოიგო მეტოქის ჩაწოდება და მასთან ერთად მატჩიც – 2;0.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად თავის კარიერაში ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.

China Open

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ფინალში გავიდა. ნიკამ მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, კაილ ედმუნდი 7:6(6), 6:3. დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება. Nikoloz Basilashvili will play in the final of China Open. Nikoloz defeated world No 16 Kyle Edmund 7:6(6) 6:3. In the final match Georgian tennis player’s will play against Juan-Martin Del Potro.

Gepostet von Nikoloz Basilashvili am Samstag, 6. Oktober 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018