“სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც”- ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც:

„დღეს მინდა გულწრფელი ვიყო და გულითადი სათქმელი გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, ვიფიქრე, რამხელა პატივი მარგო განგებამ. შემდეგ დავფიქრდი და ვიპოვე ამის პასუხად ორი მიზეზი, პირველი ის არის, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც. მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი.“- აღნიშნა მოგერინიმ.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters-ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება. საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018