საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, ახალგორის ე.წ რაიონნლი სასამართლოს მიერ ოთინაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი “საზღვრის უკანონო კვეთაში” და მას ერთწლიანი პირობით სასჯელი და 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა დაეკისრა.

დეფაქტო უწყებაში ირწუნებიან, რომ ოთინაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და ის ქართულ მხარეს გადაეცა.
საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018