სოფო წიკლაური მოკლულია? – ბერძნული გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს

სოფო წიკლაური მოკლულია? - ბერძნული გამოძიება დეტალებზე არ საუბრობსამ დროსითვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური მოკლულია.

ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ბერძნული საგამოძიებო ორგანოები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.

„გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას აწარმოებენ საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები. ათენში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნიუპოსტი