ტიაგო ალკანტარამ რეალს უარი უთხრა

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა რომ მას შეეძლო მადრიდის რეალში გადასვლა, მაგრამ მან სამეფო გუნდი უარით გაისტუმრა. ალკანტარას თქმით, რეალში გადასვლა ბარსელონას ღალატი იქნებოდა:
”მე ბარსელონას აკადემიაში გავიზარდე და ეს არასოდეს დამავიწყდება. ვიცი როგორი ურთიერთობა აქვთ რეალს და ბარსელონას, ამიტომ რეალში არასოდეს ვითამაშებ და ამ გუნდს ყოველთვის უარით გავისტუმრებ”–განაცხადა ტიაგომ.
ალკანტარას ძმა რაფინია ასევე ბარსელონას აღზრდილია და ის ამჟამად კატალონიური გუნდის ღირსებას იცავს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018