უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა – ევაკუირებულია 10.000 ადამიანი

ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მიიღეს, მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა.

დაშავებულებზე და დაღუპულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. აფეთქებით გამოწვეული ზარალის ოდენობა დადგენილი არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018