ცოტნე გამსახურდია – “მერაბ კოსტავადან ბიძინას ვირთხებამდე”

ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“საქართველო – მერაბ კოსტავადან ბიძინას ვირთხებამდე

ვუყურებდი ახლა სიუჟეტს “ოცნების” მაღალჩინოსნების სახლების შესახებ, რაც მათ ხელისუფლებაში აღმოჩენის შემდეგ მოიპოვეს… დღეს მერაბის გარდაცვალების დღეა და მეც ის მოარული ამბავი გამახსენდა, მერაბს რომ უთქვამს: საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, 600 კვადრატულზე პატარა სახლს ჩავდგამ და ვიცხოვრებ ჩემთვისო. მერე გაახსენდა, რომ ეს 600 მეტრიც არა ჰქონდა და დაამატა: არა, დამოუკიდებელ საქართველოში ამდენ მიწას ნეტავ არ მომცემენო?

და უყურებს დღეს, ათწლეულების მერე, ბავშვი ტელევიზორს: როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა მას “გამოვიდეს”? მერაბ კოსტავა? თუ კორუმპირებული ვირთხა სესიაშვილი ან გომელაური?”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018