ჯულია რობერტსმა სიმაღლის შიში დაძლია

ასევე რობერტსი კინოში მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც აღმოჩნდა ჯულიას სიმაღლის შიში აქვს და ექსტრემალურ ფოტოსესიაზე სწორედ ამიტომ არ თქვა უარი, რადგან მისი ცხოვრებისეული დევიზი სწორედ დაბრკოლებების გადალახვაზე მუშაობაა და არა მათთვის თავის არიდება.

ოსკაროსანმა ვარსკვლავმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხდა მეუღლეს, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუგდენლად მიაჩნია. კითხვაზე, რა არის მისი ბედნიერების გასაღები, ჯულია ამბობს, რომ ესაა მისი ქორწინება, შვილები და უახლოესი მეგობრები. მსახიობი გამოტყდა, რომ მისთვის ძალიან ემოციურია, როცა შვილების აღზრდის პროცესშია ჩართული და ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მსახიობის ტყუპები, ფინი და ჰეზელი 13 წლისები ხდებინ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 7 დეკემბერს მსოფლიო კინოეკრანზე რეჟისორ პიტერ ჰეჯესის მიერ გადაღებული დრამა – Ben Is Back გამოდის, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ჯულია ასრულებს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ფილმის ტრეილერიც, რომელმაც ახალი კინოსურათისადმი მოლოდინი კიდევ უფრო გაამწვავა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018