ჰააგაში საქმე, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ, მორიგებით დასრულდა

2017 წლის აპრილში „ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში (UNCITRAL) უჩივლა.

დავის საგანი – თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციის – 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის იყო. 1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“ „ყაზტრანსგაზმა” 2006 წელს – 12,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. მათ 2011 წლამდე, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში 82 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედოთ, მოეხდინათ ქსელის გამრიცხველიანება და გაზის დანაკარგი 68%‑დან 10%‑მდე უნდა შეემცირებინათ. 2011 წლიდან მოგებაზე გასვლა, 2015 წლიდან კი ინვესტიციის მიღების დაწყება იგეგმებოდა. 2009 წლიდან ყაზახურმა კომპანიამ “ყაზტრანსგაზ‑თბილისზე“ მართვა დაკარგა. ამის მიზეზი – 80 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება გახდა, რის გამოც 2010 წლიდან, ყაზახურ კომპანიას საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული, დროებითი საგანგებო მმართველი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის 27 აგვისტოს N1707 განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინსტროს დაევალა საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოსა და „ყაზტრანსგაზ“-ს შორის მიმდინარე დავის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო 2018 წლის 6 სექტემბრის მთავრობის N1777 განკარგულებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორიგების შეთანხმების გაფორმებისა და იუსტიციის სამინისტროსთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

სს „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი ჰააგაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა. „ყაზტრანსგაზის“ მტკიცებით, დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვდა არაპირდაპირი ექსპროპრიაციისა და სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის დარღვევის ფაქტის დადგენას და მიყენებული ზიანის სახით 187 902 597 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს განკარგულებისა და 6 სექტემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე საქმე „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ მორიგებით დაასრულა, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ დაეკისრა ყაზახური კომპანიისთვის 187 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018